Saturday, July 23, 2016

ტრენინგის მე- 9 -ე დღე .


вторник, 5 июля 2016 г.


 მე-9-ე დღე.
დღეს ჩვენ გავიმეორეთ განვლილი მასალა,შემდეგ  ვისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია ,მუშაობა  ბლოგში ,ტრენინგის შეჯამება.
ინტელის  ტრენინგმა  მასწავლა  კომპიუტერული  ტექნოლოგიების  გამოყენება, რაც  დამეხმარება
 სტანდარტით გათვალისწინებულ სასკოლო პროგრამაზე თანამედროვე  მეთოდებით   მუშაობის დაძლევაში.
ჩვენ შევისწავლეთ პროექტების წერა ,პროექტის საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ კურსის რესურსები,შევისწავლეთ პროექტზე მუშაობა ,მაგალითად სარეკლამო ბუკლეტის შემნა,რომელიც საჭიროა პროექტის რეკლამირებისთვის,ასევე ვისწავლეთ  და შევქმენით ბლოგები,შევისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა,პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმა ,შევარჩიე პროექტის მიზანთან დაკავშირებული ინდიკატორები.განვსაზღვრე მიზნები და შედეგები.
მოსწავლეების საჭიროების დადგენის შემდეგ გავეცანი შეფასების მეთოდებს . ვისწავლეთ ფოტომასალის მოძიება და  გამოყენება და   ფოტოების   ჩასმა,ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა ,შევქმენით მოსწავლის ბლოგი,გავეცანით გაჯეტსს,ვისწავლეთ საქაღალდის drive-ში ატვირთვა,გავეცანით ფასილიტაციას,რესურსები  რაც დაეხმარება  მოსწავლეებს პროექტის   სწორი მიმართულებით წარმართვაში.გარდა ამისა ტრენინგმა მასწავლა ბლოგში კომენტარებისა და რეფლექსიის  წერა,რაც მეხმარება გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილებები,
ავტვირთე ჩემი საქაღალდე ,ჩემს პორტფოლიოში მოვათავსე პროექტის ფოტო-მასალა მოსწავლის ნიმუშები და პრეზენტაციები.
ტრენინგის ბოლოს გამოვხატეთ შთაბეჭდილებები.
მე ძალიან მომეწონა ტრენინგი და სურვილი მაკვს კიდევ ჩავერთო მსგავს აქტივობებში.მადლობა ჩვენს ტრენერს  ქეთინო ცერაძეს   გაწეული მუშაობისთვის

Saturday, July 2, 2016

მე 9ე დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში. ვისწავლეთ გამოკითხვის გაჯეტის შექმნა, რედაქტირება. ასევე გავიარეთ ბლოგზე პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა და სიის გაჯეტების რედაქტირება.

Friday, July 1, 2016

დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ ჩვენი პორტფოლიოს და ჩავასწორეთ ტუ სადმე შეცდომა გვქონდა, შემდეგ  ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში. ატვირთულ საქარალდეს მივანიჭეთ მისამართი და ვისწავლეთ მისამართის გადატანა ბლოგზე.შევქმენით სიის გაჯეტი, ასევე ვნახეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Sunday, June 26, 2016

მე 7ე დღეს გავიმეორე შეფასების რუბრიკები. ვისწავლე ყველანაირი მოსწავლის საჭიროების შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.

Friday, June 24, 2016

მე 6ე დღეს გავეცანი მოსწავლის პრეზენტაციას. განვიხილეთ და შევიმუშავეთ პრეზენტაციის გეგმა. ვისწავლე ანიმაციების გამოყენება. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე და მის რუბრიკებზე.

Thursday, June 23, 2016

მე-5ე დღეს გავიმეორეთ გაკვეთილის გეგმა. ვისწავლეთ როგორ უნდა ჩავწეროთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე და სურათების ჩასმაზე.

Sunday, June 19, 2016

მე-4 ე დღე უფრო მეტად საინტერესო იყო ჩემთვის. გავეცანით და განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა
მეთოდებს, რომელიც გამომადგება მოსწავლეთა შეფასებისას. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა. ვისწავლეთ პაუელ პოინტის შექმნა,  სადაც ჩვენს მიერ დაწერილ პროექტს ავტვირტავთ.

Saturday, June 18, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.ვისწავლე საგნობრივ პროექტზე მუშაობა, რომელიც გამომადგება ჩემს პრაქტიკაში. პროექტის დაწერისას უნდა გავითვალისწინო სტანდარტი და მიზანი რომელიც შეესაბა

Sunday, June 5, 2016

ტრენინგის მეორე დღე

განვიხილეთ  საშინაო დავალება პროექტის დასახელებები, გავიმეორეთ წინა დგის ნასწავლი მასალა, ვისწავლეთ სარეკლამო  ბროსურების შექმნა, გავეცანი მის მოთხოვნებს,შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.

Saturday, June 4, 2016

ტრენინგის პირველი დღე

                           
1 .გაცნობა
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3.  გზამკვლევის გაცნობა
4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6. პროექტების განხილვა
7. ბლოგის შექმნა 
8. რეფლექსია



მე ვარ ბელა ბასილიძე ფხვენისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი. გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს.დღევანდელი ტრენინგიდან ვისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.დოკუმენტების შექმნა და შენახვა.დზალიან მომეწონა პროექტებზე  მუშაობა,რაც გამომადგება ჩემს პრაქტიკაში.